გახდება თუ არა პრობლემა მმართველი პარტიისთვის ყოფილი თანაგუნდელების შესაძლო ერთობა. ერთ დროს ქართული ოცნების წარმომადგენლები და ახლა უკვე ივანიშვილის გუნდს მიღმა მყოფნი გაერთიანების იდეას ამუშავებენ, რამაც არჩევნებზე ხელისუფლებას ხმების გარკვეული რაოდენობა უნდა წაართვას. ყურადღების ცენტრშია გახარიის პარტია, რომელიც სხვა პოლიტიკურ გუნდებთან გაერთიანებას არ აპირებს, მაგრამ ინდივიდუალურად მოლაპარაკებებს მართავს. აქტიურობს ეკა ბესელიაც, რომელმაც პირველმა თქვა, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრები უნდა გაერთიანდნენ. ხელისუფლება წამოწყებას არასერიოზულს უწოდებს.
"ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების საარჩევნო პერსპექტივებზე
01 აგვ 202320:32
3 წუთის საკითხავი